ოფის მენეჯერი
ჩვენ ვეძებთ ორგანიზებულ და ენერგიულ ოფის მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ოფისის უწყვეტ და კომფორტულ მუშაობას. თუ გიყვართ წესრიგი, დაგეგმვა და ხალხთან ურთიერთობა ეს პოზიცია თქვენთვისაა!
მოვალეობები:- ოფისის მარაგების კონტროლი და შესყიდვების ორგანიზება (საკანცელარიო, ჰიგიენური საშუალებები, ყავა/ჩაი)
- ოფისის ტექნიკური გამართულობის ზედამხედველობა და სერვისებთან კოორდინაცია საჭიროების შემთხვევაში.
- შემოსული ზარებისა და წერილების მართვა, სტუმრების მიღება.
- ხელმძღვანელის ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
- პორტალზე RS.ge მუშაობა სასაქონლო ზედნადებებისა და ინვოისების მომზადება და გაწერა.
- ბუღალტრული დოკუმენტების მოგროვება და დახარისხება ფინანსურ განყოფილებაში გადაცემისთვის.
- საშუალო ან უმაღლესი განათლება;
- RS.ge-სთან მუშაობის გამოცდილება (სავალდებულოა);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel) კარგი ცოდნა;
- ინგლისური ან/და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა სასურველია;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე დოკუმენტებთან მუშაობაში;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ოპერატიულობა და პრობლემების გადაწყვეტის უნარი;
- ზომიერება და პროფესიონალური ეტიკეტი სტუმრებთან და პარტნიორებთან ურთიერთობაში;
- მრავალდონიანი ამოცანების ერთდროულად და უწყვეტად შესრულების უნარი.