ობიექტის მენეჯერი- თბილისი, რეგიონები
შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის კვებით მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ კვების ობიექტებზე, კომპანიის საქმიანობის მთავარი პრინციპებია — სიზუსტე, პასუხისმგებლობა და ხარისხის სტანდარტების მუდმივი დაცვა.
კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას კვების ობიექტის მენეჯერის პოზიციაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებში.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი /პროფესიული განათლება;
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 (სამწლიანი) გამოცდილება, სასურველია გამოცდილება კვების ობიექტების / რესტორნების მიმართულებით;
- პრიორიტეტულია HACCP-ის სტანდარტით მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (Word, Excel).
ფუნქცია-მოვალეობები:
- კვების ობიექტის ყოველდღიური მუშაობის ხელმძღვანელობა და კონტროლი;
- მომდევნო სამუშაო დღის დაგეგმვა და გეგმის მიხედვით შესაბამისი მითითებების მიცემა პერსონალისათვის;
- პერსონალის მოვალეობების შესრულების ხარისხის მუდმივი კონტროლი;
- საჭიროებისამებრ, პერსონალს შორის ფუნქციათა ეფექტური გადანაწილება, მათთვის დახმარების გაწევა დაგეგმილი საქმის შესრულებისათვის;
- ობიექტზე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ყოველდღიური კონტროლი;
- ყველა სააღრიცხვო დოკუმენტის სწორი წარმოება და დროული მიწოდება ადრესატისთვის;
- პროდუქციის დროული და სწორად განსაზღვრული რაოდენობებით შეკვეთა;
- მარაგების მიწოდების მომენტში მიღებული პროდუქტის ხარისხიანობის, ვადიანობისა და ეტიკეტირების კონტროლი;
- დამტკიცებული ფორმების/ჟურნალების ზუსტი, კორექტული და დროული წარმოება;
- უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის მენეჯმენტის მართვის უნარი;
- გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- პრობლემების გადაჭრის უნარი;
- კომუნიკაბელური;
- დისციპლინირებული/პუნქტუალური;
- დეტალებზე ორიენტირებული.
ჩვენ გთავაზობთ:
- კვებით უზრუნველყოფას;
- სახლთან ახლოს დასაქმების შესაძლებლობას;
- ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ გუნდს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კარიერულ წინსვლას და მზარდ ხელფასს;
- ტრანსპორტით მომსახურებას, აუცილებლობის შემთხვევაში.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი / 09:00-18:00სთ;
ანაზღაურება: 2500, 00 ლარიდან - 3000, 00 ლარამდე (ხელზე ასაღები თანხა).