ობიექტის მენეჯერი - კოფისტა
კომპანია "მასტერ კოფი" არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ "COFFEESTA"-ს მფლობელი კომპანია. "მასტერ კოფს" გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE", " JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" და უზრუნველყოფს ყავის აპარატების - Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee - მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას.
"მასტერ კოფი" აცხადებს ვაკანსიას კაფეების ქსელ "კოფისტა"-ში ობიექტის მენეჯერის პოზიციაზე.
პირობები:
- ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
- სამუშაო გრაფიკი: 9 საათიანი ცვლადი სამუშაო გრაფიკი (მოიცავს 1 საათიან შესვენებას);
- სამუშაო დრო: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება;
- ანაზღაურება: 1200ლ (+ ბონუსი);
ფუნქცია-მოვალეობები:
- მოწესრიგებულად და დროულად გამოცხადება სამსახურში;
- მენიუში გაწერილი ასორტიმენტის ზედმიწევნით ცოდნა, მომხმარებლისთვის სწორად წარდგენა და რეკომენდაციის გაწევა;
- შეკვეთების მიღება და დროული მომზადება;
- ყავისა და ცხელი/ცივი სასმელების მომზადება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
- სენდვიჩების აწყობა;
- ობიექტზე არსებული პროგრამის სრულყოფილად ფლობა;
- სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის შესრულება;
- შესასყიდი პროდუქციის და მომარაგების პროცესის მართვა; მაცივრებსა და დახლებში არსებული პროდუქციის სისტემური კონტროლი და საჭიროებისამებრ შევსება;
- ყოველ თვის ბოლოს ობიექტის აღწერის პროცესში მონაწილეობის მიღება; (ჰასპის ნორმების შესრულება)
- დაქვემდებარებული თანამშრომლების კონტროლი, მათი გრაფიკების გაწერა;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება აუცილებელია;
- პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც არის:
- განვითარებაზე ორიენტირებული;
- ინიციატორული;
- ორგანიზებული;
- ლიდერული უნარ-თვისებების მქონე;
- კომუნიკაბელური;
- პუნქტუალური;