მზარეულის დამხმარე
იტალიური რესტორანი “Alfredo” ეძებს მოტივირებულ და პასუხისმგებლიან ადამიანს სამზარეულოს გუნდისთვის.
თუ გიყვარს სამზარეულო, გინდა ახალი უნარების სწავლა და პროფესიულად განვითარება, შემოგვიერთდი ჩვენს გუნდში!
მოვალეობები:
- პროდუქტების მომზადება, დაჭრა და შეფ-მზარეულისთვის საჭირო ინგრედიენტების მომზადება;
- შეფ-მზარეულის დახმარება კერძების მომზადების პროცესში;
- სამზარეულოში ყოველდღიური სამუშაო პროცესების მხარდაჭერა;
- პროდუქტების სწორად განთავსება და შენახვის წესების დაცვა;
- სამუშაო სივრცისა და სამზარეულოს ინვენტარის სისუფთავის შენარჩუნება;
- საკვების უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ძირითადი წესების დაცვა;
- შეფ-მზარეულისა და გუნდის სხვა წევრების ყოველდღიურ საქმიანობაში დახმარება;
- საჭიროების შემთხვევაში სხვა დამხმარე სამუშაოების შესრულება სამზარეულოში.
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 6 თვიანი მუშაობის გამოცდილება;
- მონდომება და სწავლის სურვილი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.