მზარეული — ეპიზოდი თბილისი

ეპიზოდი თბილისი — ლოგო
ეპიზოდი თბილისი

მზარეული

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სასტუმრო ეპიზოდი შექმნილია ენერგიული, დინამიური მოგზაურებისთვის, რომლებიც ეძებენ არა მხოლოდ საცხოვრებელ ადგილს, არამედ დასამახსოვრებელ გამოცდილებას. სასტუმროს უნიკალურობა მომსახურების მიღების სიმარტივეშია. ეპიზოდს მოქნილობა და თანამედროვე ტექნოლოგიებთან სრული ადაპტაცია გამოარჩევს. გზა, რომელიც სტანდარტულად სასტუმროებში ფიზიკური სახითაა, ჩვენ მას მომხმარებელს ციფრულად ვთავაზობთ. სასტუმრო მოიცავს 118 ნომერს, სპორტულ დარბაზს, საკონფერენციო და შეხვედრების ოთახებს , ბარ-რესტორანს და მწვანე სივრცე-ატრიუმს.

სასტუმრო "ეპიზოდ ჰოტელს" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, პეკინის ქ. 41

სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე. კვირაში 40 სთ. 8 საათიანი ცვლა, დინამიური გრაფიკი, დილის და საღამოს სმენა.

ბენეფიტები: კვება / დაზღვევა / ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სისტემა.

ძირითადი მოვალეობები:

  • შეკვეთის მომზადება კალკულაციების დაცვით, რეცეპტების შესაბამისად;
  • ახალი რეცეპტების შექმნაში მონაწილეობის მიღება;
  • კერძისთვის საჭირო ინგრედიენტების მომზადება, დახარისხება, ვადების კონტროლი;
  • მაცივრების ტემპერატურის კონტროლი;
  • საკვები პროდუქტების შენახვა და დამუშავება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • ინვენტარიზაციის წარმოება;
  • მარაგების შევსება/განახლების უზრუნველყოფა;
  • შეფ მზარეულის მიერ გაცემული მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მახასიათებლები:

  • სასურველია მზარეულად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კვების პროდუქტების შენახვისა და დამუშავების სტანდარტების ცოდნა;
  • შეკვეთებზე სწრაფად რეაგირება და ხარისხიანად შესრულება.

პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • პუნქტუალურობა/ორგანიზებულობა;
  • ხარისხზე ორიენტირებულობა;
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ