მზარეული — დელიკატო

დელიკატო — ლოგო
დელიკატო

მზარეული

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

დელიკატო აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე

თუ გაქვთ სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება, გიყვართ წესრიგი, ხარისხი და გსიამოვნებთ გუნდური გარემო — შემოგვიერთდით.

ჩვენი კომპანია ახორციელებს მზა სადილების მომზადებასა და მიწოდებას ორგანიზაციებისთვის. სამზარეულოს ძირითადი მიმართულებაა ქართული კერძები.

ძირითადი მოვალეობები:

  • წინასწარ მიღებული შეკვეთების მიხედვით კერძების მომზადება
  • არსებული რეცეპტურებისა და ტექნოლოგიური პროცესების დაცვა
  • მუშაობა შეფ-მზარეულის ხელმძღვანელობით
  • პროდუქტის ხარისხისა და ჰიგიენური სტანდარტების უზრუნველყოფა
  • სამუშაო სივრცის სისუფთავის დაცვა

რას ველოდებით კანდიდატისგან:

  • მზარეულად მუშაობის გამოცდილება სასურველია
  • კერძების სწრაფად და ხარისხიანად მომზადების უნარი
  • პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა
  • სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა
  • გუნდში მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამსახურს მზარდ კომპანიაში
  • ანაზღაურება — 100 ლარი დღეში
  • ხელფასის გაცემა თვეში ორჯერ
  • უფასო კვება კომპანიისგან
  • ორგანიზებულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

მისამართი: თბილისი, ვაკე, ყიფშიძის 3ბ

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 ან 6 დღე, 08:00–18:00

თუ გსურთ იმუშაოთ სტაბილურ კომპანიაში, სადაც ფასდება ხარისხი, პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი — ველოდებით თქვენს განაცხადს.

უპირატესობები:

  • უფასო კვება

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ