Fragola
მზარეული
შეთანხმებით
ახალი
თბილისი · ადგილზე
სრული განაკვეთი
იტალიური ბისტრო ,,Fragola-space“ ყაზბეგის გამზირზე ეძებს მზარეულის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: 8სთ - 5/2
ანაზღაურება: 70 + ბონუსი
მისამართი: ქ. თბილისი, ყაზბეგის გამზირი N2.
ჩვენ გთავაზობთ:
- კომფორტულ გრაფიკსა და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- შერჩეული კანდიდატების პროფესიულ გადამზადებას, ზრდას და განვითარებას.
სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:
- ამზადებს და ზედამხედველობას უწევს კერძების წარმოების სრულ ციკლს;
- უზრუნველყოფს კვების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას;
- აკონტროლებს მიღებული პროდუქტის ხარისხს და რაოდენობას, აწარმოებს პროდუქციის დასაწყობებას და სათანადო ხარჯვის კონტროლს;
- ამზადებს კერძებს ბრენდ შეფის მიერ წინასწარ განსაზღვრული კალკულაციებისა და ტექნოლოგიური ბარათების მიხედვით;
- უზრუნველყოფს სამზარეულოში სისუფთავესა და ჰასპის სტანდარტების ზედმიწევნით დაცვას;
ძირითადი მოთხოვნები:
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- ევროპული (იტალიური) სამზარეულოს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.