მცხობელებისთვის! ვიწყებთ ახალ ონლაინ პროექტს!
პარტნიორობა მცხობელებისთვის! ვიწყებთ ახალ ონლაინ პროექტს!
გაქვს საცხობში მუშაობის დიდი გამოცდილება და გსურს იმუშაო საკუთარ თავზე? ჩვენ ვეძებთ მცხობელ-პარტნიორებს, რომლებიც ჩვენთან ერთად ჩაუყრიან საფუძველს ახალ ონლაინ რესტორანს.
ონლაინ რესტორანი „ცომით - Tsom-eat” აცხადებს მიღებას მცხობელ-პარტნიორის პოზიციაზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ უმაღლესი ხარისხის ცომეულის ბრენდი, რომელიც ორიენტირებული იქნება მხოლოდ მიტანის სერვისზე.
ჩვენი მხრიდან უზრუნველყოფილია:
- სამუშაო სივრცე: სრულად აღჭურვილი საწარმო (ღუმელები, სამუშაო ზედაპირები);
- ბრენდინგი და მარკეტინგი;
- სრული მომარაგება.
მცხობელ-პარტნიორის მოვალეობები:
- ხაჭაპურის, ლობიანის და სხვა ცომეულის მომზადება/გამოცხობა;
- ხარისხისა და ჰიგიენის ნორმების მკაცრი დაცვა;
- პროდუქციის სტანდარტიზაციაში მონაწილეობა.
მოთხოვნები:
- მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- საქმისადმი ერთგულება და განვითარების სურვილი.
მნიშვნელოვანია: რადგან პროექტი ახალია და გაშვების პროცესშია, ვეძებთ ადამიანს, ვისაც სჯერა საკუთარი ხელით შექმნილი გემოსი და მზად არის, ჩვენთან ერთად გაზარდოს ბიზნესი.
📍 მისამართი: [თვალჭრელიძის ქ.38]