მონიტორინგისა და შიდა აუდიტის სამმართველოს უფროსი
სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" აცხადებს კონკურსს მონიტორინგისა და შიდა აუდიტის სამმართველოს უფროსის ვაკანსიაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სამმართველოს საქმიანობის დაგეგმვა, კოორდინაცია და ზედამხედველობა;
- კორპორაციის პროცესებისა და პროგრამების მონიტორინგისა და შიდა აუდიტის სისტემის დახვეწა და განვითარება;
- სტრატეგიული განვითარების სამმართველოსთან ერთად, მონიტორინგისა და აუდიტის წლიური გეგმების შემუშავება;
- შიდა კონტროლის მექანიზმების შეფასება და მათი გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
- პროცესული, ოპერაციული, პროგრამული და სხვა რისკების შეფასების სისტემების შემუშავება;
- კანონმდებლობასთან, მარეგულირებელ აქტებთან და შიდა პოლიტიკასთან შესაბამისობის შეფასების ზედამხედველობა;
- მონიტორინგისა და შეფასების მეთოდოლოგიების, სტანდარტებისა და ინსტრუმენტების გაუმჯობესება;
- მენეჯმენტისთვის აუდიტის, მონიტორინგისა და შეფასების ანგარიშებისა და რეკომენდაციების წარდგენა;
- კორპორაციაში საუკეთესო პრაქტიკების დანერგვის ხელშეწყობა;
- სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია და კონსულტაცია პროცესების გაუმჯობესების მიმართულებით.
განათლება:
მაგისტრის ხარისხი ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების, საჯარო მმართველობის, აუდიტის ან სხვა რელევანტური მიმართულებით.
სამუშაო გამოცდილება და პროფესიული უნარ-ჩვევები:
- 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება აუდიტის, მონიტორინგის, რისკების მართვის, შესაბამისობის ან შეფასების მიმართულებით;
- 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციებზე;
- შიდა აუდიტის, რისკების მართვისა და შესაბამისობის თანამედროვე პრაქტიკების ცოდნა;
- პროცესების ანალიზისა და ოპტიმიზაციის გამოცდილება;
- ძლიერი ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
- ანგარიშების და რეკომენდაციების მომზადების გამოცდილება;
- მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- ძლიერი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
- დინამიურ გარემოში მუშაობის უნარი;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
უპირატესობა მიენიჭება:
- სახელმწიფო სექტორში და ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
- საჯარო აუდიტის ინსტიტუტის სერტიფიცირებულ აუდიტორებს;
- ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ბაზაში რეგისტრირებულ აუდიტორებს;
- შემდეგი პროფესიული სერტიფიკატების მქონე პირებს:
- CIA — Certified Internal Auditor;
- CRMA — Certification in Risk Management Assurance.
თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 5 ივლისი.