მონიტორინგისა და შიდა აუდიტის სამმართველოს აუდიტორი
სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" აცხადებს კონკურსს მონიტორინგისა და შიდა აუდიტის სამმართველოს აუდიტორის ვაკანსიაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:- კორპორაციის შიდა პროცესებისა და პროგრამების შესაბამისობის აუდიტის განხორციელება;
- შიდა კონტროლის სისტემების გაუმჯობესება და პერიოდული შეფასება;
- შიდა პოლიტიკასთან შესაბამისობის შემოწმება;
- დარღვევებისა და რისკების იდენტიფიცირება;
- პროცესული და ოპერაციული რისკების შეფასებაში მონაწილეობა;
- აუდიტის ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება;
- რისკების მართვის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების მომზადება;
- აუდიტის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
- შიდა აუდიტის მეთოდოლოგიებისა და პროცედურების გაუმჯობესებაში მონაწილეობა.
- ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების ან სხვა რელევანტური მიმართულებით.
- 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შიდა ან გარე აუდიტის, შესაბამისობის კონტროლის, რისკების მართვის და/ან ფინანსური მონიტორინგის მიმართულებით.
- შიდა აუდიტისა და შიდა კონტროლის სისტემების ცოდნა;
- რისკების შეფასებისა და შესაბამისობის პრინციპების ცოდნა;
- აუდიტის სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების ცოდნა;
- ძლიერი ანალიტიკური და წერითი უნარები;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დინამიურ გარემოში მუშაობის უნარი;
- Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
- ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე.
- საჯარო აუდიტის ინსტიტუტის სერტიფიცირებულ აუდიტორებს;
- ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ბაზაში რეგისტრირებულ აუდიტორებს;
თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 5 ივლისი.