მონიტორინგის ოპერატორი — MS Holding

MS Holding — ლოგო
MS Holding

მონიტორინგის ოპერატორი

₾1100 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"MS holding"-ს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია აქვს. კომპანია ლიდერ პოზიციაზეა, როგორც იმპორტირებული პროდუქციის პორტფელით, ასევე სადისტრიბუციო სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. "ემ ეს ჰოლდინგის" პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი.

"MS holding" გეძებს შენ მონიტორინგის ოპერატორის პოზიციაზე.

რისი გაკეთება მოგიწევს?

  • ტერიტორიაზე არსებული ვიდეო კამერების მონიტორინგი;
  • სტანდარტების კონტროლი კომპანიის შინაგანაწესის შესაბამისად;
  • დარღვევების აღმოჩენა და სამუშაო პროცესში გამოვლენილი შეუსაბამობებზე დროული რეაგირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალობა;
  • ორგანიზებულობა.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი, ლილოს დასახლება, ჭირნახულის ქუჩა #4;
  • სამუშაო საათები: კვირაში ხუთი დღე, 09:30-18:00 საათი; დასვენების 2 დღე - შეთანხმებით, გარდა შაბათი-კვირისა;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1100 ლარი;
  • კომპანია უზრუნველყოფს მეტროდან ტრანსპორტირებას.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
  • ტრანსპორტირების უზრუნველყოფა (მეტროდან);
  • სპეციალური ფასდაკლება პროდუქციაზე.