მონაცემთა ბაზის ოპერატორი
დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას HR.GE-ის ვებ-გვერდის მონაცემთა ბაზის ოპერატორის პოზიციაზე.
ორგანიზაცია ფუნქციონირებს 2006 წლიდან და სთავაზობს მომხმარებელს სხვადასხვა სახის მომსახურებას, ძირითადად ადამიანური რესურსების სფეროში.
საქმიანობის ძირითადი სფეროებია: ვებ-გვერდი (საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი), კადრების მოძიება/შერჩევა და აუთსტაფინგი.
ვაკანტური პოზიცია მოიცავს ორ კვირიან სწავლების პერიოდს.
სამუშაოს აღწერა:
- HR.ge-ს ბაზაში მუშაობა
- საიტზე განთავსებული ტექსტის ხარისხის კონტროლი
- სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და შესაბამისი რეპორტინგის წარმოება
- ვებ-გვერდის კატეგორიების განახლება
- რეპორტინგი მენეჯერთან და სხვა სამუშაოსთან დაკავშირებული ფუნქიების შესრულება
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, სავალდებულოა Excel (Windows, MS Word, Outlook, Internet);
- ენების ცოდნა: ქართული(მშობლიური), ინგლისური (სასურველია, საშუალოზე მაღალი)
პიროვნული თვისებები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- განვითარებაზე ორიენტირებული
- კრეატიული, ინიციატივიანი
- პუნქტუალური, ორგანიზებული
- სირთულეების დაძლევის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებული