მარაგებისა და ლოჯისტიკის კოორდინატორი — Game Zone

samushao.ge
Game Zone — ლოგო
Game Zone

მარაგებისა და ლოჯისტიკის კოორდინატორი

₾1600 ₾ ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია Game Zone ეძებს მარაგებისა და ლოჯისტიკის კოორდინატორს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პროდუქციის მიღების, მარაგების კონტროლისა და ფილიალების დროული მომარაგების პროცესზე.

Game Zone 2010 წლიდან ქმნის გეიმინგ გამოცდილებას საქართველოში — ფიზიკური მაღაზიების, ონლაინ და B2B არხების მეშვეობით მომხმარებელს სთავაზობს კონსოლებს, თამაშებს, გეიმინგ ტექნოლოგიებსა და აქსესუარებს. კომპანია არის Sony PlayStation-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში.

რას გააკეთებ:

  • წარმართავ პროდუქციის მიღებისა და სისტემაში სწორად ასახვის პროცესს;
  • იმუშავებ სასაწყობე პროგრამაში და გააკონტროლებ მარაგების სიზუსტეს;
  • დაამუშავებ ფილიალებიდან მიღებულ მოთხოვნებს და დაგეგმავ მათ მომარაგებას კომპანიის ავტომობილით;
  • გააკონტროლებ პროდუქციის გადაადგილებას საწყობსა და ფილიალებს შორის;
  • მონაწილეობას მიიღებ მარაგების ინვენტარიზაციასა და ნაშთების კონტროლში;
  • მოამზადებ მარაგებთან დაკავშირებულ რეგულარულ რეპორტებს;
  • მონაწილეობას მიიღებ იმპორტირებული პროდუქციის განბაჟების ოპერაციებში;
  • ჩაერთვები პროდუქციის გადაადგილებასთან დაკავშირებულ საოპერაციო პროცესებში;
  • ითანამშრომლებ შესყიდვების, საწყობისა და ფილიალების გუნდებთან.

რას ველოდებით შენგან:

  • B კატეგორიის მართვის მოწმობას (სამუშაო პროცესში გამოიყენებ კომპანიის ავტომობილს ავტომატური გადაცემათა კოლოფით);
  • კომპიუტერულ პროგრამებთან თავისუფლად მუშაობის უნარს;
  • MS Excel / Office-ის ცოდნას;
  • ციფრებთან და დეტალებთან მუშაობის სიზუსტეს;
  • ორგანიზებულობასა და პასუხისმგებლობის გრძნობას;
  • ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნას.

სასაწყობე პროგრამასთან, მარაგებთან, ლოჯისტიკასთან ან მსგავს ოპერაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი;
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე;
  • ანაზღაურება: 1,600 ლარი ფიქსირებული (net) + 400 ლარი ყოველთვიური KPI ბონუსი;

რატომ Game Zone?

  • იმუშავებ gaming ინდუსტრიის პროდუქტებთან,ყოველდღიურად გექნება შეხება კონსოლებთან, თამაშებთან, gaming აქსესუარებთან და ახალ ტექნოლოგიურ პროდუქტებთან
  • ჩართული იქნები Retail და E-commerce ოპერაციებში და დაინახავ, როგორ მოქმედებს შენი ყოველდღიური გადაწყვეტილებები კომპანიის გაყიდვებზე.
  • მიიღებ მრავალმხრივ პრაქტიკულ გამოცდილებას მარაგების მართვის, ლოჯისტიკისა და ოპერაციების მიმართულებით, რაც მომავალში კარიერული განვითარების ფართო შესაძლებლობას მოგცემს.

უპირატესობები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ