საწყობის და მარაგების მართვის უფროსი სპეციალისტი — ჯი ეს ემ სერვისი

samushao.ge
ჯი ეს ემ სერვისი — ლოგო
ჯი ეს ემ სერვისი

საწყობის და მარაგების მართვის უფროსი სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "გსმ სერვისი" 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ავტო/ტექ მომსახურეობა მსუბუქი, სატვირთო და სპეც ტექნიკის მიმართულებით. ასევე სათადარიგო ნაწილებით საცალო და სადისტრიბუციო ვაჭრობა. კომპანია აქტიურად მუშაობს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში.

კომპანია "გსმ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საწყობის და მარაგების მართვის უფროსი სპეციალისტი

პოზიციის შესახებ

სასაწყობე ოპერაციების ადმინისტრირება, პროგრამული აღრიცხვა და სასაწყობე დოკუმენტაციის მართვა.

შესასრულებელი სამუშაო

  • სასაწყობე განლაგების დაგეგმარებაში მონაწილეობა;
  • სასაქონლო-მატერიალური მარაგების მიღებისა და გაცემის პროგრამული აღრიცხვა;
  • კომპანიის საწყობებში არსებული ბრუნვის შესახებ პროგრამაში ინფორმაციის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შეყვანა;
  • ავტოსათადარიგო ნაწილებისთვის ნომენკლატურის/ბარკოდების მინიჭებაში მონაწილეობის მიღება და საწყობში განთავსება;
  • სასაწყობე ნაშთიდან ნაწილების ჩამოწერა სწორი ბრუნვის უზრუნველსაყოფად;
  • ნაწილის გადაცემასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და შენახვა;
  • საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება;
  • აღრიცხვის აქტების მომზადება, გაფორმება და დაარქივება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • რომელიმე ERP პროგრამის ცოდნა/მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად).

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ