ავტოგასამართი სადგურის ჩამსხმელი/ოპერატორი
კომპანია "გალონი" ავტოგასამართი სადგურისთვის აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ავტოგასამართი სადგურის ჩამსხმელი/ოპერატორი
მდებარეობა: ქალაქი თბილისი, გურამიშვილის მეტროს მიმდებარედ
სამუშაო საათები: არასტანდარტული - ცვლაში, ყოველ მესამე დღეს, დღის 09:00 საათიდან მომდევნო დღის 09:00 საათამდე.
ანაზღაურება: ყოველთვიური ხელზე ასაღები თანხა შეადგენს 900 ლარს (ცვლაში - 90 ლარი) + საბონუსე სისტემა
ფუნქცია - მოვალეობები:
- ცვლაში, 24 საათის განმავლობაში, მომხმარებლისთვის - სწრაფი, ხარისხიანი მომსახურების გაწევა;
- ცვლაში, 24 საათის განმავლობაში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების - საწვავით გამართვა;
- კომპანიის მიმდინარე შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- მომსახურების ღირებულების გატარება - სალარო/საბანკო ტრანზაქციის შესრულება.
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარე;
- კომუნიკაბელური;
- მოწესრიგებული;
- გაწონასწორებული.
კანდიდატების შერჩევა მოხდება - გასაუბრების საფუძველზე.