მონაცემთა ანალიზისა და დამუშავების სპეციალისტი
სს "თელასი" აცხადებს შიდა და გარე ვაკანსიას ენერგოაღრიცხვისა და დანაკარგების ანალიზის სამსახურის კომერციული ციკლის მართვის განყოფილების მონაცემთა ანალიზისა და დამუშავების სპეციალისტის თანამდებობაზე. ძირითადი მოთხოვნები ** უმაღლესი განათლება; ** მსგავსი სპეციალობით 1-3 წლის სამუშაო გამოცდილება; ** ენების ცოდნა: რუსული-დამაკმაყოფილებლად, ** ქართული - თავისუფლად; ** სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფა; - MS Office (Word, Excel,) - MS Outlook თანამდებობრივი მოვალეობები: ** კომერციული ციკლის ეტაპობრივ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, დაგეგმვიდან შედეგების შეჯამებამდე. ** ბ/ც-ებში გათიშვა/აღდგენის პროგრამის შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება, ბილინგის სისტემაში ციკლური პროცესების სწორი და დროული ასახვა დაკვირვების წარმოება და საჭიროების შემთხვევაში კორექტივების შეტანა; ** გათიშვა-აღდგენის საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხილვა და სათანადო პასუხების და გადაწყეტილებების მომზადება; ** კომერციული პროცესების მონიტორინგის პროგრამების გამართულად მუშაობის პროცესების უზრუნველყოფა; ** საჭიროების მიხედვით შემკვეთი- ქვედანაყოფების კრიტერიუმების მიხედვით აბონენტების სიების მომზადება და მიწოდება საზოგადოების სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის; ** კომერციული ციკლის მონიტორინგის პროგრამების მონაცემებზე დაყრდნობით, (ყოველდღიური, ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ა.შ.) ანგარიშების მომზადება; ** კომერციული ციკლის შესაბამისი პროცესების და ოპერაციების ყოველდღიური ანალიზი. ** შესრულებულ სამუშაოთა შედეგების ანალიზისა და მონიტორინგის საფუძველზე, კომერციული ციკლის ფარგლებში ბიზნეს-პროცესების არსებული ნაკლოვანებების გამოვლენა, წინადადებების მომზადება მათ აღმოსაფხვრელად და ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციისთვის; ** გათიშვა/აღდგენისა და კომერციული ციკლის სხვა პროცესების პროგრამების ოპტიმიზაციისა და გამართული მუშაობისათვის საჭირო ყველა სამუშაოს შესრულება.