IT მხარდაჭერის სპეციალისტი
" HashBank " არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე. ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის. პოზიციის დასახელება: IT Support Specialist გრაფიკი: სრული, ოფისიდან. ძირითადი ფუნქციები: ** კომპანიის თანამშრომლებისთვის ტექნიკური დახმარების გაწევა (ადგილზე და დისტანციურად); ** კომპიუტერული ტექნიკის (Desktop/Laptop), პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი) ინსტალაცია, კონფიგურაცია და დიაგნოსტიკა; ** ოპერაციული სისტემების (Windows 10/11, macOS) და საოფისე პროგრამების გამართვა; ** მომხმარებლების მართვა Active Directory-ში ან Azure AD (Entra ID)-ში (პაროლების აღდგენა, წვდომების მინიჭება); ** შიდა ქსელის (LAN/Wi-Fi) მონიტორინგი და საბაზისო პრობლემების აღმოფხვრა; ** Ticketing სისტემაში შემოსული მოთხოვნების დროული დამუშავება და რეაგირება; ** ახალი თანამშრომლებისთვის სამუშაო გარემოს მომზადება (Onboarding); ** თანამშრომლების Offboarding პროცესების უზრუნველყოფა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** Windows-ის ოპერაციული სისტემების ცოდნა; ** კომპიუტერული ტექნიკის (Hardware) დეტალური ცოდნა და დაზიანების დადგენის უნარი; ** ქსელური პროტოკოლების და სერვისების საბაზისო ცოდნა (TCP/IP, DNS, DHCP, VPN); ** Microsoft 365 (Outlook, Teams, OneDrive) საბაზისო ცოდნა; ** Google Workspace: საოფისე პროგრამების, Outlook-ის და ღრუბლოვანი სერვისების ადმინისტრირება. ** დისტანციური მხარდაჭერის ხელსაწყოების ფლობა (TeamViewer, AnyDesk, RDP); ** iOS და Android: კორპორატიული ფოსტის (Outlook) და უსაფრთხოების სერტიფიკატების დაყენება მობილურ მოწყობილობებზე; ** Helpdesk სისტემებთან მუშაობა: გამოცდილება ისეთ პროგრამებთან, როგორიცაა Jira Service Management, Zendesk ან მსგავსი; ** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (ტექნიკურ დონეზე); უნარები და კომპეტენციები: ** პრობლემის სწრაფად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი (Troubleshooting); ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი და მომსახურებაზე ორიენტირებულობა; ** ორგანიზებულობა და რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ჩაითვლება უპირატესობად: ** შესაბამისი სერტიფიკატების ფლობა (CompTIA A+, CCNA, Microsoft Fundamentals); ** ITIL ან მსგავსი ტიპის სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესად;