მონაცემთა აღრიცხვის სპეციალისტი და გაყიდვების ანალიტიკოსი — ედესი ჯგუფი

ედესი ჯგუფი

მონაცემთა აღრიცხვის სპეციალისტი და გაყიდვების ანალიტიკოსი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ედესი ჯგუფი" 25 წელზე მეტია, წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს ხარისხიან პროდუქტსა და მომსახურებას. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია პოლიგრაფიული და საკანცელარიო პროდუქციის საბითუმო და საცალო რეალიზაცია. მრავალწლიანი გამოცდილებისა და სანდო პარტნიორული ურთიერთობების წყალობით, კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებულ ფართო ასორტიმენტსა და მაღალი მომსახურების სტანდარტს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მონაცემთა აღრიცხვის სპეციალისტი და გაყიდვების ანალიტიკოსი.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • შეკვეთების პროგრამაში ასახვა;
  • ინვენტარიზაციის ოქმების კონტროლი და ანალიზი.
  • პროგრამაში საქონლის ფასების შეტანა, განახლება და სიზუსტის კონტროლი;
  • გაყიდული პროდუქციის შესახებ ყოველთვიური ანგარიშების (რეპორტების) მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ექსელის და საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია პროგრამა აპექსში მუშაობის გამოცდილება (არა აუცილებელი)

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

პირობები:

  • ანაზღაურება: 1300 -1800 ლ (კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციის მიხედვით).
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე - 09:00 - 18:00 (შესვენება 1 სთ).
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. N 157.

ბენეფიტები:

  • უფასო კვება
  • ფიტპასი