მომხმარებელთა მომსახურებისა და გაყიდვების სპეციალისტი
"Citrus.ge" — ქართული ინოვაციური ონლაინ მაღაზია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს 40 000-ზე მეტ პროდუქტს 300-ზე მეტი პარტნიორი კომპანიისგან. ჩვენი მიზანია მომხმარებლისთვის მარტივი და კომფორტული ონლაინ შოპინგის გამოცდილების შექმნა.
ვაკანსია: მომხმარებელთა მომსახურებისა და გაყიდვების სპეციალისტი
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლების კონსულტირება სატელეფონო ზარების, ვებგვერდის, სოციალური ქსელებისა და ჩათის მეშვეობით;
- კომპანიის პროდუქტების, მომსახურებებისა და მიმდინარე შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
- განვადების პირობების გაცნობა, განაცხადების შევსება და ბანკებთან კომუნიკაცია;
- შემომავალი და საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება;
- პრობლემური შემთხვევების მართვა და დროული რეაგირება;
- საკურიერო კომპანიებთან კომუნიკაცია და მომხმარებლებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფა და მომსახურების მაღალი სტანდარტის შენარჩუნება.
საჭირო უნარები:
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა და ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდუბის რაიონი, კოტე მარჯანიშვილის ქუჩა 26ა
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 3-4 სამუშაო დღე, 10:00-დან 21:00 საათამდე. ცვლადი გრაფიკი
- ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები)
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის თანადაფინანსებით;
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრების ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.citrus.ge
CV-ის გამოგზავნა გულისხმობს თანხმობას პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და შენახვაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. კანდიდატთა შერჩევა ხორციელდება თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის პრინციპების დაცვით.