მოლარე-კონსულტანტი- ბოლნისი
კომპანია და მაღაზიათა ქსელი " სუფთა სახლი " 2009 წლიდან ერთგულად ემსახურება მომხმარებელს, 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღეის მდგომარეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით 210-მდე ფილიალით და 1500-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენილი. კომპანიისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი ზრდა და განვითარება დღიდან დაარსებისა მთავარი ღირებულებაა. "სუფთა სახლი" მომხმარებელს მრავალფეროვან თავისა და სახლის მოვლის საშუალებებსა და პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი კატეგორიის პროდუქცია: პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტული ფასი, გამორჩეულად საინტერესო აქციები და მომსახურება. გაგვიცანი უფრო ახლოს: https://www.ch.ge "სუფთა სახლი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. მისამართი: ქ. ბოლნისი ჩვენთან დაგხვდებათ: ** თვეში 15 სამუშაო დღე ** მსუბუქი და კომფორტული სამუშაო ** პროფესიული და პიროვნული განვითარება - ტრენინგები, მასტერკლასები, დაწინაურება ** კეთილგანწყობილი გუნდი და კომფორტული სამუშაო სივრცე ** ჯანმრთელობის უფასო დაზღვევა ** ხელფასის მატება და ბონუსები ფუნქცია-მოვალეობები: ** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა პროდუქციასთან დაკავშირებით, ** პროდუქციის თაროებზე განაწილება და მოწესრიგება, ** წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი, ** სააღრიცხვო პროგრამასთან მუშაობა, ** სალარო აპარატთან მუშაობა, ** არსებული აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის. უნარები რასაც კომპანიაში ვაქცევთ ყურადღებას არის: ** კომუნიკაბელურობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** განვითარებაზე ორიენტირებული. შენიშვნა: შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე დასაქმების მსურველი კანდიდატი გაივლის 4 დღიან სტაჟირებას, რომელიც ანაზღაურდება შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში.