ონლაინ მაღაზიის ოპერატორი
კომპანია და მაღაზიათა ქსელი " სუფთა სახლი " 2009 წლიდან ერთგულად ემსახურება მომხმარებელს, 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღეის მდგომარეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით 210-მდე ფილიალით და 1500-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენილი. კომპანიისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი ზრდა და განვითარება დღიდან დაარსებისა მთავარი ღირებულებაა. "სუფთა სახლი" მომხმარებელს მრავალფეროვან თავისა და სახლის მოვლის საშუალებებსა და პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი კატეგორიის პროდუქცია: პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტული ფასი, გამორჩეულად საინტერესო აქციები და მომსახურება. გაგვიცანი უფრო ახლოს: http://www.ch.ge/ ამჟამად, მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ მაღაზიის ოპერატორის თანამდებობაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი, ქსნის ქუჩა 36 გრაფიკი: კვირაში 5 დღე (09:00-18:00) ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 1000 ლარი ფუნქცია-მოვალეობები: ** ონლაინ მაღაზიაში შემოსული შეკვეთების მომზადება; ** მომზადებული შეკვეთის მისამართზე გაშვება; ** მომხმარებლებთან შეკვეთის დეტალებთან დაკავშირებით კომუნიკაცია; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია საოფისე პროგრამების (Excel) ცოდნა; დამატებითი უნარები: ** პასუხისმგებლობიანი; ** ორგანიზებული; ** პუნქტუალური; ** დეტალებზე ორიენტირებული: ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას.