სოციალური მედიის მენეჯერის სტაჟიორი — სუფთა სახლი

სუფთა სახლი — ლოგო
სუფთა სახლი

სოციალური მედიის მენეჯერის სტაჟიორი

შეთანხმებით იწურება თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია და მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი"

2009 წლიდან ერთგულად ემსახურება მომხმარებელს, 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღეის მდგომარეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით 210-მდე ფილიალით და 1500-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენილი. კომპანიისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი ზრდა და განვითარება დღიდან დაარსებისა მთავარი ღირებულებაა.

"სუფთა სახლი" მომხმარებელს მრავალფეროვან თავისა და სახლის მოვლის საშუალებებსა და პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი კატეგორიის პროდუქცია: პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტული ფასი, გამორჩეულად საინტერესო აქციები და მომსახურება.

გაგვიცანი უფრო ახლოს:
https://ch.ge/

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის სტაჟიორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ცვლები, ჰიბრიდულ რეჟიმში (ნორმირებული 40სთ)
ანაზღაურება: შეთანხმებით

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის სოციალურ მედია ქსელებში არსებული კორპორატიული ანგარიშების გამართული და ეფექტური აქტივობის უზრუნველყოფა; (Facebook, Instargam, TIKTOK)
  • დიზაინერთან ერთად პოსტების მომზადება, რეფერენსების მოძიება;
  • სოციალური ქსელის გვერდზე განთავსებულ პოსტებზე რეგულარული და ოპერატიული რეაგირება;
  • ინბოქსში შემოსულ შეტყობინებებზე სწრაფი და დროული რეაგირება;
  • სოციალურ ქსელში რეკლამის მენეჯმენტი;
  • ყოველკვირეული რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება სოციალური მედიის მიმართულებით;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული უნარ ჩვევები:

  • კარგი ბიზნეს კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • Fitpass;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
  • მზარდი შრომითი ანაზღაურება;
  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები.