1C ბაზის ადმინისტრატორის ასისტენტი — სუფთა სახლი

სუფთა სახლი — ლოგო
სუფთა სახლი

1C ბაზის ადმინისტრატორის ასისტენტი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე ნახევარი განაკვეთი

კომპანია და მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" 2009 წლიდან ერთგულად ემსახურება მომხმარებელს, 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღეის მდგომარეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით 260-მდე ფილიალით და 1500-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენილი. კომპანიისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი ზრდა და განვითარება დღიდან დაარსებისა მთავარი ღირებულებაა. "სუფთა სახლი" მომხმარებელს მრავალფეროვან თავისა და სახლის მოვლის საშუალებებსა და პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი კატეგორიის პროდუქცია: პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტული ფასი, გამორჩეულად საინტერესო აქციები და მომსახურება. კომპანია "სუფთა სახლი" ეძებს გუნდის ახალ წევრს 1C ბაზის ადმინისტრატორის ასისტენტის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (კვირაში არაუმეტეს 40 საათისა) კონკურენტული ანაზღაურება: შეთანხმებით, განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. ფუნქცია-მოვალეობები: ** ბიზნეს პროცესების შესრულების დროს მონაცემთა ბაზაში შეცდომებისა და უზუსტობების აღმოჩენა; ** მონაცემთა ბაზების განახლებებისა და დამატებითი მოდულების ინსტალაცია/გამართვაში მონაწილეობის მიღება და ხელმძღვანელის ასისტირება; ** ახალი ფუნქციონალების დამუშავება, რელიზის განახლებისა და ტესტირების პროცესში მონაწილეობის მიღება; ** ახალი ფილიალების პროგრამული აწყობა; ** ფილიალებში მიმდინარე პროცესში წარმოშობილ ხარვეზებზე დროული რეაგირების უზრუნველყოფა - პროგრამულად გამოვლენილი ხარვეზების იდენტიფიცირება და გასწორება, ხელმძღვანელთან შეთანხმებით; ** CRM-ს, ბონუსური პროგრამების, ვაუჩერების, აქციებისა და გათამაშებების პროგრამული აწყობა; ** თვის დახურვის ოპერაციების შესრულების მონიტორინგი, შეცდომების გასწორება (პროგრამული ხარვეზების იდენტიფიცირებისა და გასწორების კუთხით); ** ასრულებს დამფუძნებლისა და პარტნიორი კომპანიების დამფუძნებელთა ცალკეულ დავალებებს რაც არ სცდება მოქმედ კანონდმებლობასა და კომპანიის შიდა სამართლებრივ თუ ეთიკურ სტანდარტებს. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; ** უმაღლესი განათლება; ** Microsoft Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა. დამატებითი უნარები: ** კომუნიკაბელური; ** პასუხიმგებლიანი; ** ორგანიზებული; ** პუნქტუალური.