მოძრავი მერჩენდაიზერი — HR Momentum Georgia

HR Momentum Georgia — ლოგო
HR Momentum Georgia

მოძრავი მერჩენდაიზერი

₾1100 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

Momentum Georgia 2008 წლიდან ოპერირებს საქართველოში და წარმოადგენს საერთაშორისო მარკეტინგული სააგენტოების ქსელის Momentum Worldwide-ის ოფიციალურ წარმომადგენლობას. კომპანია წარმატებით საქმიანობს BTL მარკეტინგის, Shopper Marketing-ის, ბრენდის აქტივაციისა და საველე ოპერაციების მიმართულებით. მრავალწლიანი გამოცდილებისა და პროფესიონალური გუნდის დახმარებით, Momentum Georgia პარტნიორ ბრენდებსა და ორგანიზაციებს სთავაზობს მარკეტინგული და სავაჭრო მხარდაჭერის სრულ სპექტრს, რომელიც ორიენტირებულია გაყიდვების ზრდაზე, ბრენდის ეფექტურ პოზიციონირებასა და მომხმარებელთან ძლიერი კავშირის შექმნაზე.

Momentum Georgia აცხადებს ვაკანსიას მოძრავი მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქსელურ მარკეტებში დასაქმებისთვის.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 ან 10:00 -19:00 (ორშაბათი - პარასკევი)

ანაზღაურება: 1100 ლარი (ფიქსირებული + გეგმასთან მიბმული ბონუსი)

+ ულიმიტო სამგზავრო ბარათი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის.

ფუნქცია - მოვალეობები:

  • პროდუქციის შეკვეთის პროცესის მართვა და ხელმძღვანელთან მუდმივი კომუნიკაცია;
  • პროდუქციის მარაგებისა და ასორტიმენტის კონტროლი;
  • პროდუქციის თაროებზე განთავსება პლანოგრამების შესაბამისად;
  • ფასების, სარეკლამო და სააქციო მასალების დროული განახლება;
  • პროდუქციის ვიზუალური სტანდარტებისა და დამატებითი განთავსებების უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს ან მომიჯნავე სფეროში გამოცდილების ქონა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ქართული ენის ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
  • მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
  • კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს.