მოძრავი მერჩენდაიზერი — თაბუკა

თაბუკა — ლოგო
თაბუკა

მოძრავი მერჩენდაიზერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სადისტრიბუციო კომპანია "თაბუკა", რომელიც ბაზარზე ოპერირებს 2005 წლიდან, ახორციელებს ევროპული ტკბილეულის, ჩაის და სნექების დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით - აცხადებს ვაკანსიას მოძრავი მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილისი

შვებულება: მიმდინარე წლის აგვისტოს თვის შვებულებით

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ობიექტებზე პროდუქციის განლაგება კომპანიის სტანდარტების მიხედვით
  • პროდუქციის ვადების, ფასმაჩვენებლის, ნაშთის და თაროზე წილის კონტროლი
  • საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სარეკლამო მასალების და პრომო ფასების განთავსება
  • მარაგის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთებში მონაწილეობის მიღება
  • რეგულარული ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა ობიექტზე არსებული მდგომარეობის შესახებ
  • პროდუქციის ინვენტარიზაცია (საწყობი/თარო)

ძირითადი მოთხოვნები:

  • სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება
  • სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი სატრანსპორტო საშუალების ქონა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა
  • მოლაპარაკების და საკითხების გადაჭრის უნარი
  • პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
  • თბილისის უბნების კარგად ცოდნა
  • პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა და ორგანიზებულობა
  • ანალიტიკური და კრეატიული აზროვნება
  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი

გთავაზობთ:

  • შესაბამის ანაზღაურებას გამოცდილებიდან და დატვირთულობიდან გამომდინარე
  • ტრანსპორტის თანხით უზრუნველყოფას
  • ხელფასის ზრდის პერსპექტივას
  • მეგობრულ გარემოს
  • სამედიცინო დაზღვევას
  • სტაბილურ ანაზღაურებას და ბონუსებს
  • კეთილმოწყობილ სამუშაო სივრცეს

სამუშაო დღეები და საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00-დან 18:00 საათამდე)

კომპანიის მიერ იმპორტირებული პროდუქცია არის ძირითადად მსუბუქი, ან საშუალო სიმძიმის.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ