მოძრავი მერჩენდაიზერი
კომპანია "არგვეთია ერთი", რომლის მიმართულება არის იმპორტი (ევროპული პროდუქცია) და დისტრიბუცია საქართველოს მასშტაბით, დაფუძნდა 2019 წელს.
"არგვეთია ერთი" აცხადებს ვაკანსიას მოძრავი მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში სრული 5 დღე (დასვენების დღეები შერჩევით)
ანაზღაურება: 1100 ლარი + ბონუსი (100 - 1000 ლარამდე) გაყიდვებიდან გამომდინარე
განიხილება: სამედიცინო დაზღვევა
კომპანია გთავაზობთ განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივას;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის სხვადასხვა ფილიალებში რეგულარული ვიზიტების განხორციელება;
- პროდუქციის განთავსება და მოწესრიგება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ვიზუალური პრეზენტაციის უზრუნველყოფა;
- მარაგების (ინვენტარის) კონტროლი და მუდმივი მონიტორინგი;
- საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის დამატებითი შეკვეთების ინიცირება;
- გაყიდვების პროცესში მხარდაჭერა და პროდუქციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
- კონკურენტული გარემოსა და ბაზრის ტენდენციების დაკვირვება;
- პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პუნქტუალურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- შრომისმოყვარეობა;
- კომუნიკაბელურობა;
- ენერგიულობა.
დამატებითი ინფორმაცია:
კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
- აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
- გასაუბრება.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა 7 აგვისტო 2026 წელი.