მოდის კონსულტანტი
მსოფლიო მოდის ინდუსტრიის პრემიუმ ბრენდი "Emporio Armani" ჭავჭავაძის ფილიალისთვის ეძებს მოდის კონსულტანტს.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი, ვაკე
სამუშაო ფორმატი: სრული
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ცვლებში (11:00-20:00; 12:00-21:00)
სარგო: (მითითებული არ არის)
სხვა სარგო: ჯანმრთელობის დაზღვევა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებელთა მომსახურება ბრენდის სტანდარტების შესაბამისად;
- პროდუქციის სრულყოფილი პრეზენტაცია, მახასიათებლების გაცნობა და მომხმარებლისთვის შესაბამისად შეთავაზება;
- სალარო ოპერაციების მართვა POS სისტემის საშუალებით, ნაღდი და უნაღდო გადახდების ზუსტი და გამართული განხორციელება;
- ყოველდღიური ნაშთების კონტროლი და ანგარიშგება;
- პროდუქციის მიღება, განთავსება და გაყიდვების დარბაზის მუდმივი წესრიგის უზრუნველყოფა;
- მაღაზიაში ვიზუალური მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვა;
- გაყიდვების მიზნების შესრულებაში აქტიური მონაწილეობა;
- მომხმარებელთა უკუკავშირის მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გადაცემა მენეჯერისთვის;
- გუნდთან თანამშრომლობა და საერთო სამუშაო პროცესებში ჩართულობა.
მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება მოდის საცალო ვაჭრობაში;
- სალარო სისტემასთან ან POS პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება სასურველია;
- გამართული ზეპირი კომუნიკაცია და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
- მომსახურების მაღალი სტანდარტების ფლობა;
- ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების ცოდნა;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური ენის/სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა.