მიმღები ადმინისტრატორი
Sharden Villa boutique Hotel- გახლავთ 22 ნომრიანი, 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც მდებარეობს თბილისის ტურისტულ ცენტრში, ძველი თბილისის გულში კოტე აფხაზის ქ. #42.
ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - პოზიტიურ, კომუნიკაბელურ, მიზანდასახულ ადამიანს, მიმღები ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
- სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმრების მიღება, რეგისტრაცია, გასტუმრება.
- სტუმრებთან ნაღდი ან/და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება.
- სასტუმროს მართვის პროგრამაში (Otelms, რომელსაც შეგასწავლით ადგილზე) ჯავშნების მართვა, სტუმრების რეგისტრაცია, ინფორმაციის დამუშავება.
- სტუმრებთან კომუნიკაცია, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
ძირითადი მოთხოვნები
- სავალდებულოა ინგლისური ენის, გამართულად საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
- სასურველია აპლიკანტს ჰქონდეს ანალოგიურ პოზიციაზე ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (word, excel, Gmail)
ჩვენ გთავაზობთ
- სამუშაო გრაფიკი: ყოველ მეოთხე დღეს 24 საათიანი ცვლა. 10:00 სთ-დან - 10:00 სთ-მდე
- ანაზღაურება 1000 ლარი
- მაქსიმალური ხელშეწყობა კარიერული წინსვლისთვის
- თბილი და მეგობრული სამუშაო გარემო
- კვებით უზრუნველყოფა