მიღება-განთავსების დეპარტამენტის თანამშრომელი/ადმინისტრატორი — Adamo Hotel

Adamo Hotel

მიღება-განთავსების დეპარტამენტის თანამშრომელი/ადმინისტრატორი

₾1200 აქტიური თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი
სასტუმრო "Hotel Adamo" აცხადებს ვაკანსიას მიღება განთავსების დეპარტამენტის თანამშრომლის (ადმინისტრატორის) პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, მთაწმინდა, პ. კაკაბაძის ქუჩა 8.
სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლები).

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრის მიღება-გაცილება, Check in - Check out-ის სტანდარტული პროცედურები;
** სტუმრების დარეგისტრირება სასტუმროს პროგრამაში;
** სტუმრების ინფორმირება სასტუმროში არსებული სერვისების შესახებ;
** სტუმრებთან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაცია;
** სარეგისტრაციო ბარათების შევსება;
** გასაღებების დამზადება ოთახის ნომრების მიხედვით;
** საგადასახადო დავალებების შესრულება;
** უპასუხოს სასტუმროში შემომავალ ზარებს;
** უპასუხოს სასტუმროში შემომავალ მეილებს.

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ინგლისურური და რუსული ენების ცოდნა;
** პოზიტიურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ენერგიულობა, კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა, ყურადღებიანობა, არა-კონფლიქტურობა;
** დავალებების სწრაფად და ხარისხიანად შესრულება;
** ადმინისტრატორად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება: ყოველ 3 დღეში ერთხელ, 24 საათი - 1200 ლარი.