მეცომე
„ლიტვური საცხობი“ აცხადებს ვაკანსიას პურის საწარმოში, ლავაშების განყოფილებაში მეცომის პოზიციაზე. დასაქმებულ პირებს მოუწევთ ცვლაში მუშაობა.
ანაზღაურება: 1500-2000 ლარი
მოთხოვნები:
- ფიზიკურად შრომისუნარიანი;
- სუფთა/მოწესრიგებული;
- პუნქტუალური;
- ენერგიული;
- შრომისმოყვარე;
- პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე.
მისამართი: ქ. თბილისი, თ. ერისთავის ქ. #12ბ, დიდუბის მეტროს ზედა ამოსასვლელი, ყოფილი კიროვის ქარხნის ტერიტორია. „ლიტვური საცხობი“
დათქმა: მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
- 1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "ლიტვური საცხობი +"
- 2. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით;
- 3. სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
- 4. ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
- 5. მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
- 6. ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 3 თვე;
- 7. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
- მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
- მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
- მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
- მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
- წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
- მონაცემთა გადატანის უფლება;
- თანხმობის გამოხმობის უფლება;
- გასაჩივრების უფლება;
შპს “ლიტვური საცხობი +” თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.