მერჩენდაიზერი- ბათუმი — ფანკი ბრენდს

ფანკი ბრენდს — ლოგო
ფანკი ბრენდს

მერჩენდაიზერი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი Batumi · ადგილზე სრული განაკვეთი

Funky Brands არის სწრაფად მზარდი სტარტაპი, რომელიც საქართველოში საერთაშორისო პრემიუმ ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელია. ჩვენი პორტფელი ამ ეტაპზე მოიცავს: "Franui", "Brite", "Natrue" და "Le Tribute"-ს.

"Funky Brands" ეძებს თანამშრომელს მერჩენდაიზერის პოზიციაზე ბათუმში. პოზიცია დროებითია და გრძელდება სექტემბრის ბოლომდე, თუმცა, სამომავლოდ განვიხილავთ ხელშეკრულების გახანგრძლივების შესაძლებლობას.

ჩვენ სწრაფად ვიზრდებით და ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე გუნდის წევრს, რომელიც დაგვეხმარება საუკეთესო ბრენდული გამოცდილების შექმნაში.

სამუშაო აღწერილობა:

  • საცალო გაყიდვების ობიექტებში რეგულარული ვიზიტი, პროდუქტის სწორად განლაგების მიზნით;
  • მაღაზიაში სარეკლამო მასალების განთავსება და ბრენდის წარმოჩენის უზრუნველყოფა;
  • საწყობში მარაგების დონეების კონტროლი, გაყიდვებისა და ლოგისტიკის გუნდთან კოორდინაცია, მარაგების დროული შევსების მიზნით;
  • კონკურენტების აქტივობების, პროდუქციის განლაგებისა და ფასების მონიტორინგი;
  • საცალო ვაჭრობის პერსონალთან და მაღაზიის მენეჯერებთან აქტიური კომუნიკაცია;
  • მომხმარებლებისა და წარმოებებისგან უკუკავშირის მიღება პროდუქციის მოთხოვნის შესახებ;
  • მარაგებთან დაკავშირებულ საკითხებზე, გაუმჯობესების რეკომენდაციებსა და მერჩენდაიზინგის შედეგებზე ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მნიშვნელოვანია სამუშაო გამოცდილება მერჩენდაიზინგის მიმართულებით, პრიორიტეტულია რითეილ ან FMCG სფერო;
  • მნიშვნელოვანია ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • მნიშვნელოვანია პროდუქტის პრეზენტირების უნარი და დეტალებისადმი ორიენტირებულობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული, შეთანხმებით.

რატომ "ფანკი ბრენდს"?

  • იქნები მხიარული, კრეატიული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის ნაწილი;
  • შესაძლებლობა გექნება იმუშაო საინტერესო და ინოვაციურ ბრენდებთან;
  • შესაძლებლობა გექნება ხელი შეუწყო ჩვენი ბრენდების აღქმასა და პოპულარობას საქართველოში.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ