მერჩენდაიზერი- ბათუმი
"თიენდარი" საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. თიენდარი საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდს BAT (British American Tobacco).
20 წლიანი ისტორია, საქართველოს მასშტაბით 200-მდე თანამშრომელი, ერთგული პარტნიორები და მრავალფეროვანი ბრენდები FMCG (Non-Food) კატეგორიაში.
ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს სტაბილურობასა და ხარისხს, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ.
"თიენდარი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ეფექტური განლაგება (მერჩენდაიზინგის სტანდარტებისა და პლანოგრამის დაცვით);
- თაროებზე პროდუქციის მუდმივი შევსება, ნაშთებისა და ვადების კონტროლი;
- პროდუქციის თაროს წილის მაქსიმიზაცია და გამოჩენადობის უზრუნველყოფა;
- სარეკლამო მასალებისა და დამატებითი ბრენდირებული სტენდების/მოწყობილობების განთავსება-მოვლა;
- კონკურენტული გარემოსა და ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი, სიახლეების დაფიქსირება;
- შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ფოტო/ანალიტიკური ანგარიშგება ხელმძღვანელთან.
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია FMCG სექტორში);
- ბათუმის სავაჭრო ობიექტების/ქსელების ცოდნა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ენერგიულობა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და დროის მართვის უნარი.
- აუცილებელია - B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 09:00 სთ - 17 სთ;
- სამუშაო ადგილი: ბათუმი, სულხან-საბას ქ. N15;
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი + ბონუსი;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობა.