მერჩენდაიზერი
სამშენებლო მასალების სადისტრიბუციო კომპანია შპს "ევროკოლორი" ეძებს მერჩენდაიზერს, რომელსაც სურს განვითარება დინამიურ სამუშაო გარემოში.
ძირითადი მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის განთავსებისა და წარმოდგენის კონტროლი;
- პროდუქციის მარაგების მონიტორინგი;
- ახალი პროდუქციისა და აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- სავაჭრო ობიექტებთან კომუნიკაცია;
- ვიზიტების დაგეგმვა და შესრულება;
- გაყიდვების გუნდისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- საკუთარი ავტომობილის ქონა ჩაითვლება უპირატესობად;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაციის კარგი უნარი;
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
- სასურველია გამოცდილება მერჩენდაიზინგის ან გაყიდვების სფეროში.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
სამუშაო ადგილი: ბათუმი და აჭარის რეგიონი