მერჩენდაიზერი — მეგაკო

მეგაკო

მერჩენდაიზერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "მეგაკო" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

შპს "მეგაკო" წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც საქართველოს ბაზარზე წარმატებით საქმიანობს 1996 წლიდან. კომპანია თანამშრომლობს საერთაშორისო ბრენდებთან და ახორციელებს ისეთი პროდუქციის დისტრიბუციას, როგორიცაა Milka, Alpen Gold, OREO, TUC, Barni, Dirol, Jacobs, Carte Noire და სხვა. კომპანიის ძირითადი ღირებულებებია სოციალური პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ყავის პროდუქციის დახლზე განთავსება კომპანიის მერჩენდაიზინგის სტანდარტების შესაბამისად;
  • პროდუქციის მარაგის კონტროლი და დახლზე დროული შევსება;
  • ფასმაჩვენებლების სისწორისა და შესაბამისობის კონტროლი;
  • პროდუქციის ვიზუალური მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის შიდა წესებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია სამუშაო გამოცდილება მერჩენდაიზინგის, გაყიდვების, საცალო ვაჭრობის ან მომსახურების სფეროში;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოწესრიგებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
  • კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა.

შენიშვნა: შესაბამის პოზიციაზე სამუშაო გამოცდილების არქონა არ წარმოადგენს დაბრკოლებას, თუ კანდიდატს აქვს სწავლის სურვილი და შესაბამისი პიროვნული უნარები.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე;
  • სამუშაო დრო: 8-საათიანი სამუშაო დღე, შესვენებით;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული.

ჩვენ გთავაზობთ

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • ოფიციალურ დასაქმებას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • გამოცდილ და მეგობრულ გუნდში მუშაობას;
  • შესაბამის ინსტრუქტაჟსა და სამუშაო პროცესში მხარდაჭერას.

განაცხადის წარდგენის წესი

ამა წლის 15 სექტემბრამდე.

პერსონალური მონაცემების დამუშავება

რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ თანახმაა, შპს "მეგაკომ" კანდიდატის შერჩევისა და შესაძლო დასაქმების მიზნით დაამუშაოს მის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევისა და დასაქმების პროცესთან დაკავშირებული მიზნებისთვის.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ