მერჩენდაიზერების სუპერვაიზერი
Funky Brands არის სწრაფად მზარდი სტარტაპი, რომელიც საქართველოში საერთაშორისო პრემიუმ ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელია. ჩვენი პორტფოლიო ამ ეტაპზე მოიცავს: "Franui", "Brite" და "Le Tribute"-ს.
ჩვენ სწრაფად ვიზრდებით და ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე გუნდის წევრს მერჩენდაიზერების სუპერვაიზერის პოზიციაზე, რომელიც დაგვეხმარება საუკეთესო ბრენდული გამოცდილების შექმნაში.
სამუშაო გრაფიკი: სრული, ჰიბრიდული.
სამუშაო აღწერილობა:
- მერჩენდაიზერების გუნდის ყოველდღიური საქმიანობის, სამუშაო მარშრუტებისა და გრაფიკების დაგეგმვა/ოპტიმიზაცია;
- ახალი თანამშრომლების შერჩევაში მონაწილეობა, მათი სწავლება, ტრენინგი და სამუშაო პროცესში ადაპტაცია;
- გუნდის KPI-ების (ვიზიტების სიხშირე, თაროზე ხილვადობა, სტანდარტების დაცვა) განსაზღვრა და შესრულების მონიტორინგი;
- საცალო ვაჭრობის ობიექტებში რეგულარული საველე ვიზიტები, მერჩენდაიზერების მუშაობის ხარისხის მონიტორინგი;
- დახლზე პროდუქციის ამოწურვის პრევენცია და საწყობის/დახლის ნაშთების პერიოდული კონტროლი;
- მერჩენდაიზინგის აპლიკაციის მართვა და მონიტორინგი;
- ყოველკვირეული და ყოველთვიური გეგმის/მიზნების განსაზღვრა, კვირაში ერთხელ ანგარიშის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მენეჯმენტის მიმართულებით);
- მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მერჩენდაიზერის, სუპერვაიზერის ან გუნდის ლიდერის პოზიციაზე (FMCG სექტორში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად) ;
- მნიშვნელოვანია ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel) კარგი ცოდნა; საველე მართვის პროგრამებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
რატომ "ფანკი ბრენდს"?
- იქნები მხიარული, კრეატიული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის ნაწილი;
- შესაძლებლობა გექნება იმუშაო საინტერესო და ინოვაციურ ბრენდებთან;
- შესაძლებლობა გექნება ხელი შეუწყო ჩვენი ბრენდების აღქმასა და პოპულარობას საქართველოში.