მერჩენდაიზერ-პრისეილერი
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, მაკფა, ჰაგისი, ბიუბჰენი, ნუტრილონი და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში აცხადებს ქ. თბილისში ვაკანსიას მერჩენდაიზერ-პრისეილერის თანამდებობაზე:
კომპანია სთავაზობს კანდიდატს შემდეგ პირობებს:
- ანაზღაურება: 1200-1400 ლარი
- სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
- სამუშაო საათები: 10:00-18:00
- ტრანსპორტის თანხით უზრუნველყოფა
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- FitPass
მოთხოვნები:
- სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- თბილისის უბნების კარგად ცოდნა
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- პუნქტუალურობა
- შრომისმოყვარეობა
- ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
- კომუნიკაბელურობა
- გუნდურობა
- პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
მერჩენდაიზერ-პრისეილერის მოვალეობები:
- მოახდინოს სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის სწორად განლაგების, სავაჭრო დახლის გაფორმების კონტროლი,
- აკონტროლოს თაროზე არსებული პროდუქციის მარაგი, ვადები და საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს შეკვეთა.
- მოახდინოს სწრაფი რეაგირება პრობლემურ სიტუაციაში და შექმნილი პრობლემის შესახებ აცნობოს შესაბამის პირებს.
- უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტების თაროები პროდუქციით კომპანიის და სავაჭრო ობიექტის სტრატეგიიდან გამომდინარე
- უზრუნველყოს ფასმაჩვენებლებით სავაჭრო ობიექტებზე განთავსებულ პროდუქციაზე
- ყოველდღიურად ითანამშრომლოს სავაჭრო წარმომადგენელთან და უშუალო ხელმძღვანელთან სამუშაო პროცესის ეფექტიანად წარმართვის მიზნით.
უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.