ონლაინ მხარდაჭერის სპეციალისტი
საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია აცხადებს ვაკანსიას ონლაინ მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე
კომპანიის შესახებ: საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია, ეძებს დამწყებ, ენერგიულ, პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ კადრს ონლაინ მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლებისთვის ოპერატიული კონსულტაციის გაწევა ონლაინ არხებით
- შემოსული კითხვების და ხარვეზების დროული დამუშავება და გადამისამართება შესაბამის განყოფილებებთან
- ონლაინ მიმოწერისას კომპანიის მაღალი სტანდარტის, თავაზიანი და პოზიტიური ტონის შენარჩუნება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამართული, სწრაფი და დახვეწილი წერილობითი კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე
- სწრაფ რეჟიმში, ერთდროულად რამდენიმე ჩატის ეფექტურად მართვის უნარი
- ონლაინ მხარდაჭერის, ჩატ-მხარდაჭერის ან ქოლ-ცენტრში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად
- Excel - ის საშუალო დონეზე ცოდნა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი (09:00 - 18:00) სრულად ოფისიდან
ანაზღაურება: 1000