ბუღალტრის თანაშემწე — WE DO

samushao.ge
WE DO — ლოგო
WE DO

ბუღალტრის თანაშემწე

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ვიდუ" აცხადებს ვაკანსიას: ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე.

კომპანია "ვიდუ" დაფუძნდა 2020 წელს და დროის მცირე მონაკვეთში სამშენებლო ბაზრის ერთ-ერთ კონკურენტულ ფიგურად იქცა. საკმაოდ დიდი გამოცდილების და სწორი მენეჯმენტის საფუძველზე კომპანიამ ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდარული წილი. "ვიდუ" მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებულ მომსახურებას, საფასადე და ინტერიერის საღებავებს, სამშენებლო ლითონკონსტრუქციების გაქირავების სერვისს და მათთან დაკავშირებულ მომსახურებას.

ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი.

ანაზღაურება: 1600 ლარი (გროსი)

სფერო: დეველოპმენტი / სამშენებლო სექტორი

ძირითადი მოვალეობები:

  • გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება/ კორექტირება/მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში.
  • შედარების აქტების მომზადება.
  • დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი და შესაბამისი პროცესების მართვა;
  • რეალიზაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის rs.ge სისტემაში ასახვა;
  • საბანკო გატარებების შესრულება (Cash Flow, CRM);
  • კვარტლურ და ყოველთვიური ბიუჯეტირებაში აქტიური ჩართულობა.
  • სახელფასო დარიცხვა.
  • შესყიდვების აღრიცხვა (საჭიროების მიხედვით);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ანალიტიკური აზროვნება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა, განვითარებისა და სწავლის სურვილი.

რას გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • თანამედროვე სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
  • კარიერული ზრდის პერსპექტივა.

სამუშაო პირობები:

  • ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
  • სამუშაო საათები - 09:00-18:00;
  • სამუშაო ადგილი – თბილისი, ოფისიდან.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ