პროექტების მენეჯერი — Element Fit-Out

samushao.ge
Element Fit-Out — ლოგო
Element Fit-Out

პროექტების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

„Element Fit-Out“ აცხადებს ვაკანსიას სარემონტო სამუშაოების/Fit-Out პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

„Element Fit-Out“-ის საქმიანობა ეფუძნება ხარისხს, საერთაშორისო სტანდარტებსა და თანამედროვე ხედვას. 2025 წელს დაარსებულმა კომპანიამ მოკლე დროში შეძლო ბაზარზე სანდო და პროფესიონალი პარტნიორის პოზიციის დამკვიდრება.კომპანია მომხმარებლებს სრულ, კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს — კონცეფციის შექმნიდან და პროექტის დაგეგმვიდან დაწყებული, ინტერიერის დიზაინისა და მაღალი ხარისხის სარემონტო სამუშაოების სრულად განხორციელების ჩათვლით. „Element Fit-Out“-ის მიერ განხორციელებული პროექტები გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით, მაღალი ხარისხის შესრულებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტური ინტეგრაციით.ამ ეტაპზე ვეძებთ გამოცდილ და მაღალკვალიფიციურ პროფესიონალს, რომელიც პროექტების მენეჯერის პოზიციას დაიკავებს.

ძირითადი მოვალეობები:

  • Fit-Out და შიდა სარემონტო პროექტების სრული მართვა — დაგეგმვიდან საბოლოო ჩაბარებამდე;
  • პროექტის სამუშაოების ორგანიზება და ვადების, ბიუჯეტის, ხარისხისა და რესურსების ეფექტური მართვა;
  • სამუშაოების დეტალური გეგმა-გრაფიკის შემუშავება და შესრულების მონიტორინგი;
  • საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლა, ანალიზი და პროექტის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • შიდა სარემონტო, Fit-Out და საინჟინრო სამუშაოების კოორდინაცია და შესრულების კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • პროექტის მიმდინარეობისას წარმოშობილი ტექნიკური საკითხებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება და მათი ეფექტური გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
  • დამკვეთთან, არქიტექტორთან, ინჟინრებთან, ქვეკონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაცია და კოორდინაცია;
  • პროექტთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოება და სამუშაო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველყოფა;
  • პროექტის რისკების დროული იდენტიფიცირება და მათი პრევენციისა და მართვის შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;
  • პროექტის გუნდის ხელმძღვანელობა, სამუშაოების გადანაწილება და შესრულების კონტროლი;
  • ადამიანური რესურსების დაგეგმვა და საჭიროების შემთხვევაში, პროექტისთვის შესაბამისი კადრების შერჩევის პროცესში მონაწილეობა;
  • ადგილობრივ მმართველობის ორგანოებთან საჭირო კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  • პროექტის მოქმედ კანონმდებლობასთან, შრომის უსაფრთხოების ნორმებსა და შესაბამის სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;
  • რეგულარულ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა და პროექტის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშგება;
  • ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
  • პროექტის ფარგლებში საჭირო პროფესიული რეკომენდაციების გაცემა და ოპტიმალური გადაწყვეტილებების შეთავაზება;
  • პროექტის დადგენილ ვადებში, დამტკიცებული ბიუჯეტისა და ხარისხის მოთხოვნების შესაბამისად წარმატებით განხორციელებისა და ჩაბარების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 5 წლის გამოცდილება;
  • პროგრამების ცოდნა (MS Office, MS Projec, Archicad, Autocad, Revit);
  • სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა;
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კრეატიულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი: სრული;
  • ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე , ინდივიდუალურად იქნება განხილული;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • FitPass;
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ