მასტერ-ბარისტა — კოფისტა

კოფისტა

მასტერ-ბარისტა

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "მასტერ კოფი" არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ "COFFEESTA"-ს მფლობელი კომპანია. "მასტერ კოფს" გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE", " JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" და უზრუნველყოფს ყავის აპარატების - Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee - მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას.

კაფეების ქსელი "კოფისტა" აცხადებს ვაკანსიას მასტერ-ბარისტას პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი;

სამუშაო გრაფიკი: 9 საათიანი ცვლადი სამუშაო გრაფიკი (მოიცავს 1 საათიან შესვენებას);

სამუშაო დრო: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება;

ანაზღაურება: 1100ლ (+ ბონუსი 200ლ);

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ყავისა და ცხელი/ცივი სასმელების მომზადება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • სენდვიჩების აწყობა;
  • მენიუში გაწერილი ასორტიმენტის ზედმიწევნით ცოდნა, მომხმარებლისთვის სწორად წარდგენა და რეკომენდაციის გაწევა;
  • შეკვეთების მიღება და დროული მომზადება;
  • სალარო ოპერაციების შესრულება;
  • ობიექტზე არსებული პროგრამის სრულყოფილად ფლობა;
  • შესასყიდი პროდუქციის და მომარაგების პროცესის მართვა;
  • ყოველი თვის ბოლოს ობიექტის აღწერის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება აუცილებელია;
  • პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება სასურველია;

ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც არის:

  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • კომუნიკაბელური;
  • მეგობრული;
  • პუნქტუალური;