მარკეტინგული გაყიდვების პრომო - კონსულტანტი
"აგროჰაბი" - აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში, 2016 წელს გაიხსნა. ეს არის პირველი ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს.
კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს კონკურსს მარკეტინგული გაყიდვების პრომო კონსულტანტის პოზიციაზე.
გთავაზობთ:
- კომფორტული და პოზიტიური სამუშაო გარემო;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
- ანაზღაურება 800 ლარიდან + ბონუსი;
- სწავლის დაფინანსება წლიურად 1000 ლარის ოდენობით;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კვებაზე ფასდაკლება.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების ეფექტურად წარმოჩენა;
- კომპანიის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა პრომო აქციებში მონაწილეობა და პოტენციური მომხმარებლისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება;
- პროდუქტებზე დეგუსტაციის ჩატარება და შეთავაზება.
ძირითადი მოთხოვნები:
- მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
უნარ-ჩვევები:
- ენერგიული;
- კომუნიკაბელური.
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება:
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „აგროჰაბი“. საკონტაქტო ინფორმაცია: 032 244 07 07.
მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის.
სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად.
ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ.
მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „აგროჰაბის“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.
მონაცემთა დაგეგმილი გადაცემა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.
ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 3 თვე.
ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ - მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.
შპს „აგროჰაბი“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.