მარკეტინგის მენეჯერი — აგროჰოლი

აგროჰოლი

მარკეტინგის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
აგროკომპანია "აგროჰოლი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ ენერგიულ, კრეატიულ და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაზე, სოციალური მედიის მართვასა და ციფრული სარეკლამო კამპანიების ეფექტიან მართვაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სოციალური მედიის არხების (Facebook, Instagram, YouTube და სხვა) მართვა და განვითარება;
** Meta Ads Manager-ის საშუალებით სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია;
** სარეკლამო ბიუჯეტის ეფექტიანი მართვა და შედეგების ანალიზი;
** მიზნობრივი აუდიტორიების განსაზღვრა და სარეკლამო სტრატეგიის შემუშავება;
** სოციალური მედიის კონტენტ-გეგმის მომზადება და შესრულების კოორდინაცია;
** სარეკლამო ტექსტების, ვიზუალური მასალებისა და ვიდეოკონტენტის მომზადების პროცესის მართვა;
** კომპანიის პროდუქტების, ბრენდებისა და სარეკლამო შეთავაზებების პოპულარიზაცია;
** სარეკლამო კამპანიების ეფექტიანობის მონიტორინგი და პერიოდული ანგარიშგება;
** კომპანიის ღონისძიებების, პრეზენტაციებისა და მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მარკეტინგის ან ციფრული მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** Facebook სარეკლამო კამპანიების დამოუკიდებლად მართვის გამოცდილება;
** Meta Ads Manager-ის პრაქტიკული ცოდნა;
** სარეკლამო ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება;
** Google Analytics-ისა და სხვა ანალიტიკური ინსტრუმენტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კრეატიული აზროვნება და კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სამუშაო კომუნიკაციის დონეზე.

დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:

** აგრობიზნესის ან სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** პროდუქტისა და ბრენდის პოპულარიზაციის გამოცდილება;
** ფოტო-ვიდეო კონტენტის შექმნისა და დამუშავების უნარები.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი;
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
** ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ