მაღაზიის თანამშრომელი — მობილურის აქსესუარებისა და ტექნიკის მაღაზია

მობილურის აქსესუარებისა და ტექნიკის მაღაზია

მაღაზიის თანამშრომელი

₾1300 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

მობილურის აქსესუარებისა და ტექნიკის მაღაზიაში ვეძებთ ენერგიულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს.

პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის 104
  • სამუშაო გრაფიკი: 10:00-16:30 ან 16:30-23:00, კვირაში 6 სამუშაო დღე, 1 დასვენების დღე
  • ანაზღაურება: 1300₾-დან. გამოცდილების შემთხვევაში - მეტი

გამოცდილ კანდიდატს მიენიჭება უპირატესობა!

გამოცდილების, კვალიფიკაციისა და უნარების შესაბამისად, კანდიდატს განესაზღვრება გაზრდილი ანაზღაურება.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება და კონსულტაცია
  • მაღაზიაში არსებული მარაგის კონტროლი
  • გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული მუშაობა
  • მაღაზიაში სუფთა და მოწესრიგებული გარემოს შენარჩუნებაში მონაწილეობა (დამლაგებელი უზრუნველყოფილია, თუმცა კონსულტანტსაც მოეთხოვება ყოველდღიური წესრიგის დაცვა)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (რუსულის მინიმალური დონე ჩაითვლება უპირატესობად)
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • მოწესრიგებულობა
  • აქტიურობა და კომუნიკაბელურობა

დამატებითი ინფორმაცია:

  • შერჩეულ კანდიდატებს უტარდებათ ანაზღაურებადი ტრენინგი
  • ვეძებთ სტაბილურ კადრს, მინიმუმ 1 წლიანი თანამშრომლობის პერსპექტივით

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ