მაღაზიის მენეჯერი- ზესტაფონი
სამშენებლო-სარემონტო მასალების მაღაზია "მეგა ბიქსი" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე ზესტაფონში.
მისამართი: ზესტაფონი, ზაპოროჟიეს N10. (არგოს ტელევიზიასთან)
ძირითადი მოვალეობები:
- მიღებული პროდუქციის რაოდენობის გადათვლა/შემოწმება.
- მიღებული პროდუქციის შესყიდვა.
- საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის დასტიკერება, ფასების სწორად განთავსება.
- პროდუქციის შოურუმში გატანა, თაროებზე სწორად, მოწესრიგებულად და ვიზუალურად მიმზიდველად განთავსება.
- შოურუმში წესრიგის კონტროლი.
- თანამშრომლების სამუშაო პროცესის კოორდინაცია და დავალებების განაწილება.
- სამუშაო დისციპლინისა და შიდა სტანდარტების კონტროლი.
- მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის კონტროლი.
- აქციების, ფასებისა და შეთავაზებების სწორად წარმოჩენის კონტროლი.
- ხელმძღვანელთან ყოველდღიური კომუნიკაცია და მიმდინარე საკითხების შეთანხმება.
უპირატესობა მიენიჭება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატს.
განრიგი: დილის 8-დან საღამოს 6-მდე, ან დილის 9-დან საღამოს 7-მდე.
სამუშაო დღეები: კვირაში ორი დღე დასვენება