მაღაზიის მენეჯერი
შპს "აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია" წარმოდგენილია წამყვანი სავაჭრო ცენტრებით "სითი მოლი საბურთალო", "სითი მოლი გლდანი" და პრემიუმ კლასის ბიზნეს ცენტრით "სითი თაუერი".
სითი მოლი საბურთალოს პრემიუმ სივრცისთვის ვეძებთ მაღაზიის მენეჯერს.
მდებარეობა - თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი #70
სამუშაო განაკვეთი - სრული
ძირითადი მოვალეობები:
- მაღაზიის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა და კონტროლი
- მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა
- დაქვემდებარებული გუნდის დაკომპლექტებაში მონაწილეობის მიღება
- გუნდის მართვა, მათი საქმიანობის მონიტორინგი და სამოტივაციო სისტემების შემუშავება
- მარაგების მართვა, ნაშთების კონტროლი, ბრუნვის მონიტორინგი
- მაღაზიაში მიმდინარე პრობლემების ოპერატიული გადაჭრა
- მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება
- საქმიანობასთან დაკავშირებული რეპორტინგის წარმოება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- საცალო გაყიდვების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
- ინგლისური ენის ცოდნა
- MS Office-ის ცოდნა