მაღაზიის მენეჯერი
Jibe Cash & Carry აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ფილიალის მენეჯერი,
ქალაქში - გურჯაანი,
კომპანია ჯიბე Cash & Carry, გურჯაანის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე
ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 08:00-16:00
ანაზღაურება -2000₾ ( გამოსაცდელ პერიოდში I თვე - 1800₾, II თვე- 1900₾ , მესამე თვიდან -2000₾)
ფუნქცია-მოვალეობები:
1. სავაჭრო დარბაზში არსებულ თაროებზე, პროდუქციის განთავსების უზრუნველყოფა, კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტებით.
2. სავაჭრო დარბაზის, თაროების, პროდუქციის, სამუშაო ინვენტარის სისუფთავის მუდმივი კონტროლი;
3. დაქვემდებარებულ პერსონალზე შესასრულებელი სამუშაოს თანაბარი და სამართლიანი გადანაწილება;
4. დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი, მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელება;
5. დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის მათი თანამდებობრივი ინსტრუქციის, სამუშაო პროცედურების, მომსახურების სტანდარტებისა და შინაგანაწესის გაცნობა;
6. მომხარებელთათვის ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
7. მაღაზიის კვარტლური გეგმის შესრულების ღონისძიებების დაგეგმვა, მონიტორინგი;
8. პროდუქციის შეკვეთა - საჭიროების შემთხვევაში;
9. შესყიდვებისა და გაყიდვების სამსახურის, ფინანსური განყოფილების და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდების ორგანიზება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· აუცილებელია გუნდის მართვის გამოცდილება
· პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
· მაღაზიის მართვის პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (აპექსი, ან მსგავსი)