ლუდის გაყიდვების კონსულტანტი- თბილისი, ქუთაისი — ზღვა ლუდი

ზღვა ლუდი — ლოგო
ზღვა ლუდი

ლუდის გაყიდვების კონსულტანტი- თბილისი, ქუთაისი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ზღვა ლუდი" ქართულ ბაზარზე 2020 წლიდან არის წარმოდგენილი და სთავაზობს მომხმარებლებს ჩამოსასხმელი ლუდის ყველაზე ფართო არჩევანს. ჩვენს მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია 50 სახეობის ჩამოსასხმელი ლუდი, როგორც მსოფლიო მწარმოებლების, ასევე ცოცხალი ლუდის ექსკლუზიური სახეობები. კომპანია მუდმივად ვითარდება, და დღესდღეობით წარმოდგენილია 14 დიდი მაღაზიით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. "ზღვა ლუდის" მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ლუდის ყველაზე დიდი არჩევანი და მომსახურების მაღალი სტანდარტი.

კომპანია "ზღვა ლუდი" აცხადებს ვაკანსიას ლუდის გაყიდვების კონსულტანტის პოზიციისთვის.

ვაკანსია გამოცხადებულია შემდეგ მისამართებზე:

  • ქ. თბილისი, გლდანი, ხიზანიშვილის 108
  • ქ. თბილისი, საბურთალო, პოლიტკოვსკაიას 33ა
  • ქ. თბილისი, ვარკეთილი, კუპრაძის 74
  • ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 62 (ნიკორა xl)
  • ქ. თბილისი, ნაძალადევი, ცოტნე დადიანის 207
  • ქ. თბილისი, დიდი დიღომი, მირიან მეფის 11
  • ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის 9ბ
  • ქ. ქუთაისი, ნიკეას 19ა

სამუშაო პირობები:

  • გრაფიკი: 7 სთ-იანი ცვლები (11:00 - 18:00 და 18:00 - 01:00) (სტუდენტებზე და არამხოლოდ სტუდენტებზე მორგებული გრაფიკი);
  • ანაზღაურება: საათობრივ ფიქსირებულ ანაზღაურებას + ყოველთვიური ბონუსი;
  • საღამოს ცვლის თანამშრომლის ტრანსპორტირებას კომპანია უზრუნველყოფს ტაქსით.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • ყოველთვიურ წახალისებას - ფულადი პრემია ან სიმბოლური საჩუქარი (ლუდი) თანამშრომელთათვის, ვინც სტანდარტების დაცვით მუშაობს;
  • მე-13 ხელფასს თუ სამუშაო წელს დარღვევების გარეშე დაასრულებთ;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • ბრენდირებულ უნიფორმას და საჭირო ინვენტარს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საკომუნიკაციო დონეზე ინგლისურის ან რუსული ენის ცოდნა.

ძირითადი ფუნქციები:

  • მომხმარებელთა მომსახურება მომსახურების სტანდარტების დაცვით;
  • საწყობიდან საქონლის მიღება, აღრიცხვისა და შენახვის კონტროლი;
  • საქონელის დალაგება ჯგუფების, ტიპებისა და სახეობების მიხედვით;
  • მაღაზიაში წესრიგისა და სისუფთავის კონტროლი.

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელური;
  • თავაზიანი;
  • პასუხისმგებლობიანი;
  • დეტალებზე ორიენტირებული.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

შპს "ზღვა ლუდი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!