ლოუდერის ოპერატორი- ანაკლია — პრაიმ ბეტონი

პრაიმ ბეტონი — ლოგო
პრაიმ ბეტონი

ლოუდერის ოპერატორი- ანაკლია

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" აცხადებს ვაკანსიას ლოუდერის ოპერატორის პოზიციაზე.

"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო - საინჟინრო კომპანია, რომელიც აშენებს პორტებს, გზებს, წყლის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანია ასევე აწარმოებს ბეტონს, სამშენებლო მასალებს და ბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
  • პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას
  • კონკურენტულ სამუშაო პირობებს

სამუშაო ადგილი: ანაკლია (ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტი)

განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • S კატეგორიის მართვის მოწმობა
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

ძირითადი მოვალეობები:

  • ლოუდერის ოპერირება
  • ტექნიკის შემოწმება/შეპოხვა
  • საჭიროების შემთხვევაში მიბარებულ ტექნიკაზე მცირედი სარემონტო სამუშაოების შესრულება
  • გრუნტის სამუშაოების შესრულება
  • კომპეტენციის ფარგლებში სამშენებლო პროექტის მენეჯერის დავალებების შესრულება

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

  • ტექნიკის უსაფრთხოდ მართვის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.