ლოჯისტიკის სპეციალისტი — F.S. Mackenzie

F.S. Mackenzie

ლოჯისტიკის სპეციალისტი

შეთანხმებით იწურება ადგილზე სრული განაკვეთი

"F.S. Mackenzie" სათავეს იღებს 1950-იანი წლებიდან ინგლისში და დღეს წარმოადგენს საერთაშორისო ლოგისტიკის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ერთ-ერთ წამყვან ორგანიზაციას. კომპანიის წარმომადგენლობები მოიცავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას — ევროპიდან აზიამდე, პარტნიორული ქსელი კი მთელს მსოფლიოს, რაც უზრუნველყოფს საიმედო და ეფექტურ ლოგისტიკურ მომსახურებას საერთაშორისო დონეზე.

იხილეთ კომპანიის ვებგვერდი: www.fsmlogistics.com

საქართველოს წარმომადგენლობაში - "F.S. Mackenzie Georgia", ვეძებთ გამოცდილ ლოგისტიკის სპეციალისტს.

ძირითადი მოვალეობები:

  • მიღებული სატრანსპორტო მოთხოვნების დამუშავება და შეთავაზების გაკეთება;
  • შეკვეთების პროგრამაში შეყვანა და აღრიცხვა;
  • კომპანიის შიდა და პარტნიორულ ქსელთან ურთიერთობა და გადაზიდვების კოორდინაცია;
  • კლიენტებთან კომუნიკაცია და მიმდინარე სტატუსების განახლება;
  • სატრანსპორტო, საბაჟო და კომერციული დოკუმენტაციის შესაბამისობის კონტროლი;
  • კლიენტებისგან მისაღები და აგენტებისთვის ჩასარიცხი თანხების მონიტორინგი;
  • მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ლოგისტიკის და გადაზიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • საზღვაო გადაზიდვების მიმართულებით გამოცდილება. დამატებით, საჰაერო, სახმელეთო ან/და სარკინიგზო გადაზიდვებში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სამუშაო დონეზე;
  • Microsoft Office პროგრამების ცოდნა აუცილებელია. სასურველია ERP სისტემებში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობიანი და ყურადღებიანი;
  • პარალელური ამოცანების ეფექტურად მართვა;
  • სამუშაოს დაგეგმვა და დროის ეფექტური მართვა;
  • გუნდურად მუშაობა და კოორდინაცია.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • მზარდ კომპანიაში და მეგობრულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას.

თუ დაინტერესებული ხართ შემოგვიერთდეთ, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@fsmac.ge. გთხოვთ აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსია მეილის სათაურში.

სასიამოვნო იქნება თუ გახდებით ჩვენი გუნდის ახალი წევრი.