საწყობის თანამშრომელი - ქუთაისი
საქარგილე მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში ჯი თი სი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანაშრომელი პოზიციაზე ქუთაისის ფილიალში.
კომპანია 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. მისი მონაწილეობით აშენდა მრავალი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, მაშტაბური საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების კომპლექსები. დაარსების დღიდან, ჯი თი სი ზრუნავს ლოიალური მომხმარებლების ზრდასა და მათი კმაყოფილების დონის ამაღლებაზე.
პოზიცია: საწყობის თანამშრომელი
ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი
ადგილმდებარეობა: ქუთაისი, ტარას შევჩენკოს #10
ფუნქცია-მოვალეობები:
- საწყობში შემოსული შეკვეთის საფუძველზე, მოთხოვნილი პროდუქტების იდენთიფიცირება და შეგროვება;
- შეგროვებული პროდუქტების შედარება შეკვეთასთან და დატვირთვის უზრუნველყოფა;
- პროდუქციის დატვირთვის პროცესის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
- ახალი შემოსული-იმპორტირებული შეკვეთის მიღების დროს პროდუქტების (საყალიბე სისტემა, კოჭი, დგარი, და ა.შ.) დახარისხება და შესაბამის ადგილებში გათავსება საწყობში;
- საყალიბე სისტემების რეცხვა-დამუშავება;
- სასაწყობე ტერიტორიაზე სისუფთავის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
- საწყობში არსებული ტექნიკის სისუფთავეზე ზრუნვა;
- ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;
- სამუშაოების შესრულების დროს უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
- საწყობის ინვენტარიზაციის პროცესში ჩართვა და ყოველი თვის ჭრილში მიმდინარე ნაშთების აღრიცხვა საწყობის ხელმძღვანელთან ერთად კოორდიბირებული მუშაობით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კერხერთან მუშაობის გამოცდილება
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- საქმის მოცემულ ვადებში შესრულების უნარი;
- ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- რამდენიმე საქმის პარალელურ რეჟიმში გაკეთების უნარი;